ცნობილი ფრანგული გამოცემა 90min.com 2020 წლის საუკეთესო ფრანგი თავდამსხმელების ათეულს აქვეყნებს, რომლებმაც თავი საკლუბო დონეზე გატანილი გოლებით გამოიჩინეს.
სასიხარულოა, რომ ათეულს ბელგიური „სერენის“ თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე ხურავს. ეთნიკურად ქართველმა ფეხბურთელმა 2020 წელს 16 გოლის გატანა მოახერხა. მასთან ერთად, სიაში ისეთი სუპერვასკვლავები მოხვდნენ, როგორებიც არიან კარიმ ბენზემა, კილიამ მბაპე, ოლივიე ჟირუ და სხვები.
გიორგი მიქაუტაძე ხოლოდ 20 წლისაა და ამ ასაკისთვის მას ბრწყინვალე შედეგები აქვს. მან ბელგიურ კლუბში იჯარის წესით გადასვლით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან „მეცში“ თავდამსხმელებს შორის დიდი კონკურენციაა.
2020 წელს მან თავი კარგად წარმოაჩინა. მიქაუტაძემ 16 გოლი გაიტანა და აქედან 14 ტურნირის საწყის ეტაპზე შეაგდო. ამისთვის მას სულ რაღაც 7 ტური დასჭირდა. ის „პროქსიმუს ლიგის“ საუკეთესო ფორვარდია“, – წერს 90min.com ქართველ ფეხბურთელზე.
მოგეხსენებათ, ჟორჟ მიქაუტაძე წარმოშობით ქართველი ფეხბურთელია, მაგრამ ის საფრანგეთში დაიბადა. 20 წლის თავდამსხმელს საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებშიც უთამაშია. ის ფრანგული „მეცის“ საკუთრებაა, თუმცა იჯარის წესით ბელგიის პირველი ლიგის კლუბ „სერენში“ გამოდის.
View this post on Instagram





