ეროვნული ლიგის 29-ე ტურის მატჩში ეგრედწოდებული ქართული ელ კლასიკო გაიმართა, სადაც თბილისის “დინამომ” შინ ქუთაისის “ტორპედო” მიიღო და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.
ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა თამაში აქტიურად დაიწყო. აქტიურობას შედეგი მოყვა, შეხვედრის მე-8 წუთზე ფაბიან სპორკსლედემ მასპინძლები დააწინაურა და ამავდრულად შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
აღნიშნულ შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედოს” ახალწვეულის ლევან მჭედლიძის დებიუტი შედგა.
29 ტურის შემდეგ კახა ცხადაძის გუნდი მე-2 ადგილს იკავებს, ქუთაისის “ტორპედო” კი მე-8 ადგილზე იმყოფება.
მომდევნო ტურში თბილისის “დინამო” პრინციპულ შეხვედრაში თბილისის “დინამოს” შეხვდება, კახა ჩხეტიანის გუნდი კი თბილისის “საბურთალოს” უმასპინძლებს.





