ბათუმის “დინამო” ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. აჭარულმა გუნდმა ეროვნულ ლიგაში 75 ქულა მოიპოვა, პირველი ადგილი დაიკავა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად მოიპოვა.
გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა თასი დღეს გორის “დილასთან” მატჩის შემდეგ ბათუმის ულამაზეს სტადიონზე აღმართა.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ჩემპიონობის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა:
“მინდა ყველას მოგილოცოთ ჩემპიონობა. განვლილი ოთხი წლის განმავლობაში, მეორე ლიგიდან დაწყებული, ორჯერ ვიცე ჩემპიონები გავხდით, წელს კი ჩემპიონობა ვიზეიმეთ. ფანკლუბის გარეშე ჩატარებული შეხვედრა არ მახსენდება. მინდა ჩემი პირადი მედალი პირატებს გადავცე, ალბათ ექნებათ პატარა მუზეუმი და იქ დაიდებს ბინას, ჩემპიონობა თქვენი დამსახურებაა, ყველაფერს აკეთებდით ტრიბუნაზე და ფეხბურთელები მინდორზე, ჩვენ ეს ერთად შევძელით.” – განაცხად გია გეგუჩაძემ.





