საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას განაგრძობს. საქართველოს ნაკრების ფეხბურელმა დავით ხოჭოლავამ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა:
“მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ეს ჩემთვის პირველი თამაშია, რადგან წინა შეკრება კორონავირუსის გამო გამოვტოვე. მინდა, ამ შეკრებაზე ორმაგად დავეხმარო ნაკრებს და ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთ კარგ სტადიონზე ვითამაშებთ”. – განაცხადა ხოჭოლავამ
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის მატჩში 2 სექტემბერს კოსოვოს მიიღებს და 5 სექტემბერს ესპანეთს ესტუმრება. 8 სექტემბერს კი ვილი სანიოლის გუნდი ამხანგურ მატჩში ბულგარეთის ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება.





