მილანის მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ, რომელმაც „შავ-წითლები“ ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნა, შესაძლოა კლუბთან კონტრაქტი გააგრძელოს.
ჟურნალისტ ნიკოლო შირას თქმით, „როსონერის“ ხელმძღვანელობა მზად არის სპეციალისტს ხელშეკრულების 2023 წლამდე გაგრძელება შესთავაზოს.
იტალიელი სპეციალისტი ტექნიკური დირექტორის პაოლო მალდინის სრული მხარდაჭერით სარგებლობს.
გასულ სეზონში მილანმა იტალიის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და როგორც ზემოთ აღინიშნა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.





