ევროპა ლიგის მესამე ტურში H ჯგუფში „ლილმა“ „სან სიროზე“ 3:0 დაამარცხა „მილანი“. ჰეთ-თრიკი 23 წლის თურქმა თავდამსხმელმა იუსუფ იაზიჯიმ შეასრულა. ეს მიმდინარე ტურნირზე მისი მეორე ჰეთ-თრიკია – ადრე პრაღის “სპარტა” დაამწუხრა სამჯერ.
ამით შეწყდა „როსონერის“ 25-მატჩიანი წაუგებელი სერია – 18 მოგება და 6 ფრე.
ჯგუფში 7 ქულით ლიდერი „ლილია“, 6 ქულით მეორე ადგილზე „მილანია“, 3 ქულით მესამე პოზიციაზე „სპარტაა“, ხოლო 1 ქულით აუტსაიდერი გლაზგოს „სელტიკია“.
სხვათა შორის, „ლილი“ საფრანგეთის ჩემპიონატზეც კარგად ასპარეზობს, მეორე ადგილზეა და ლიდერ პსჟ-ს 2 ქულით ჩამორჩება.








