ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა, ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელებს, ტყუპებს შოთა და აჩი არველაძეებს დაბადების დღე მიულოცა.
დაბადების დღეს ვულოცავთ ცნობილ ქართველ ფეხბურთელებს – შოთა და არჩილ არველაძეებს. ვუსურვებთ მათ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და წარმატებებს საქმიანობაში, – დაწერა ეპისკოპოსმა.
არველაძეები 1973 წლის 22 თებერვალს თბილისში დაიბადნენ, დღეს კი 48 წლის იუბილე იზეიმეს.
ისინი ამჟამად სამწვრთნელო საქმიანობას ეწევიან და როგორც მოგეხსენებათ ბოლოს ტაშკენთის ფახთაქორს წვრთნიდნენ, რომელთან ერთადაც ზედიზედ ორჯერ ტიტულების დუბლი შეასრულეს.





