ოფიციალურად ჯერ კიდევ ლონდონის არსენალის გერმანელმა ათიანმა მესუთ იოზილმა, სოციალურ ქსელ Twitter-ში გულშემატკივართა კითხვებს უპასუხა, მან ბავშვობა გაიხსენა და საყვარელ გუნდზე ისაუბრა.
ბავშვობა გერმანიაში გავატარე, მაგრამ ყოველთვის ფენერბაჰჩეს ვგულშემატკივრობდი. სხვა ქვეყანაში ცხოვრების მიუხედავად, ყველა გერმანულ-თურქული წარმოშობის ადამიანი თურქულ გუნდს ქომაგობს.
ჩემი გუნდი ყოველთვის „ფენერი“ იყო, რომელიც როგორც ესპანეთისვის რეალ მადრიდია, ისეა თურქეთისთვის – ქვეყანაში უდაოდ საუკეთესოა, – დაწერა მესუთმა, რომელიც როგორც ჩანს დროის ნაკლებობას არ უჩივის.
ბოლო ინფორმაციით იოზილს „ლურჯ-ყვითლებთან“ კონტრაქტი შეთანხმებული აქვს და ის მალე უნდა გაოფიციალურდეს.





