ბარსელონას კაპიტანმა ლიონელ მესიმ ლა ლიგის 34-ე ტურის მატჩში ვალენსიასთან 3:2 გამარჯვების შემდეგ, თანაგუნდელებს უმასპინძლა, .
არგენტინელმა თავის სახლში ვახშამი მოაწყო და მასზე კატალონიური კლუბის მოთამაშეები მიიწვია. მესის უნდოდა ვალენსიასთან გამარჯვება თანაგუნდელებს და მთლიანად გუნდს ეს ატლეტიკოსთან თამაშის წინ დაეხმაროს.
33 წლის ფეხბურთელი ბარსაში სწორი განწყობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვნად მონაწილეობს, წერს Diario Sport.
შეგახსენებთ, რომ შაბათს 8 მაისს, ბარსელონა ატლეტიკოს მასპინძლობს. გამარჯვების შემთხვევაში, კატალონიელები მადრიდულ გუნდს გადაასწრებენ და ლა ლიგაში დაწინაურდებიან.





