სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე აივენგო რიკაძემ საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუპოვა.
ახალგაზრდა სპორტსმენმა ოქროს მედლის მოპოვემდე დიდი გზა განვლო, აივენგომ კვალიფიკაციაში ესტონელი მეტოქე 3:0 დაამარცხა, 1/8 ფინალში ფინელი მეტოქე 9:0 დაამარცხა, 1/4 ფინალში რუს მეტოქეს 5:3 მოუგო, ნახევარფინალში ირანელი მეტოქეს 5:3 სძლია, ფინალში კი შვეიცარიელ მეტოქეს 5:1 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
აივენგომ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე მედალი მოუპოვა, გუშინ ლერი აბულაძე ჩემპიონი გახდა, ფრიდონ აბულაძემ კი დღეს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.








