ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშების მე-5 საშეჯიბრო დღე ქართული დელეგაციისთვის უიღბლო გამოდგა.
ძიუდოს ტურნირზე, 100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვარლამ ლიპარტელიანი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში რუსი ნიაზ ილიასოვს შეხვდა და ვაზარით დამარცხდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ბრინჯაოს მედლის აღება ვერ შეძლო და ოლიმპიადას უმედლოდ დაემშვიდობა.
ამ შეხვედრამდე ლიპო ნახევარფინალში სამხ. კორეელ გუჰამ ჩოსთან დამარცხდა, უფრო ადრე კი 1/4 ფინალში კანადელი შადი ელნაჰასი, 1/8 ფინალში კი ეგვიპტელი რამადან დარვიში დაამარცხა.
ამ დროისთვის ქართული დელეგაციის ანგარიშზე 3 მედალია – 1 ოქრო, 2 ვერცხლი, სამივე ძიუდოისტების ანგარიშზე. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ტოკიო 2020-ზე ძიუდოისტთა ტურნირი ხვალ დასრულდება, სადაც საქართველოს სახელით ოლიმპიური მედლის მოპოვებას მძიმე წონოსანი გურამ თუშიშვილი შეეცდება.





