ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში იასპარეზებს.
73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა მერვედფინალში ჯიბუტის წარმომადგენელი ადენ-ალექსანდრე ჰუსეინი ვაზარით დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე ჭიდაობის უფლება მოიპოვა.
შავდათუაშვილის მომდევნო მეტოქის ვინაობა რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი.








