სავარაუდოდ, მადრიდის რეალი დორტმუნდის ბორუსიას თავდამსხმელის, ერლინ ჰოლანდის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში შეძენას ვერ შეძლებს.
Marca-ს თანახმად, ეს გარიგება შეიძლება დაახლოებით 200 მილიონი ევრო დაჯდეს, თუ გავითვალისწინებთ არა მხოლოდ გამოსყიდვის თანხას, არამედ მოთამაშის აგენტ მინო რაიოლას საკომისიოსაც.
ბორუსიას არ სურს ნორვეგიელის გაყიდვა და მასში დაახლოებით 180 მილიონ ევროს ითხოვს. მადრიდის რეალი არავითარ შემთხვევაში არ აპირებს ამ სახის ფულის გადახდას.
ვარაუდობენ, რომ ამ მომენტისთვის ჰოლანდიის შეძენა მსოფლიოში არც ერთ გუნდს გამოუვა, რადგან კოვიდ პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა ევროპის ტოპ კლუბებზე მძიმე გავლენა მოახდინა.
ამავდროულად, არც დორტმუნდმა და არც ფეხბურთელმა ინფორმაცია ჰოლანდიის კონტრაქტში პუნქტის არსებობის შესახებ, რომლის თანახმად, 2022 წლის ზაფხულში მისი შეძენა 75 მილიონ ევროდ შეიძლება ჯერ არ დაადასტურა.
ამ სეზონში 20 წლის ფეხბურთელმა ბუნდესლიგის 26 მატჩში 25 გოლი და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.





