გერმანიის მეკარემ მანუელ ნოიერმა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გუნდის მთავარ მწვრთნელად ჰანს-დიტერ ფლიკის დანიშვნის შესახებ ისაუბრა.
„ყველამ იცის, რომ მასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ჩვენ [ბაიერნში] ერთად ბევრს მივაღწიეთ. მისი დანიშვნა გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის მხრიდან კარგი გადაწყვეტილებაა.
იოახიმ ლიოვს ყველაფრისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ, რაც დავგეგმეთ, გვსურს, რომ ეს მაქსიმალურად შესრულდეს.
გავაგრძელებ ეროვნულ ნაკრებში თამაშს მანამ, სანამ სხეული ამის საშუალებას მაძლევს. მე ფორმაში ვარ და მზად ვარ ამ დონეზე ვითამაშო, ამიტომ ნაკრებში კარიერის დასრულებას ჯერ არ ვგეგმავ.
ჩემი გადაწყვეტილება ნამდვილად არ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ იქნება გუნდის მთავარი მწვრთნელ,”- თქვა ნოიერმა.








