საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი ლიდერი მანუჩარ მარკოიშვილი ფრანგულ “მონაკოში” მთავარი მწვრთნელის ასისტენტად იმუშავებს. 34 წლის მარკოიშვილი ბოლოს “ტიტების” მთავარი მწვრთნელი იყო და ამავდროულად, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის ასისტენტი გახლდათ.
”მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ყოველთვის მინდოდა კალათბურთში დარჩენა. მწვრთნელობის იდეა ერთ ღამეში არ მომსვლია, ამაზე დიდხანს ვფიქრობდი. მიყვარს ეს თამაში და ამით ვცხოვრობ. საქართველოს ნაკრებში ილიას ზუროსის ასისტენტი ვიყავი, მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მონაკოში მოსვლა ჩემთვის უნიკალური შანსია. მთავარ მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა მაქვს, სეზონისწინა პერიოდი გუნდთან ერთად გავატარე და უკვე ბევრი ადამიანი გავიცანი”, – განაცხადა მარკოიშვილმა.








