20 წლის იტალიელი ფეხბურთელი პიეტრო პელეგრი “მონაკოდან” 1 წლიანი იჯარით “მილანში” ითამაშებს. ინფორმაცია იტალიურმა გუნდმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ახალგაზრდა ფეხურთელი ფრანგულ “მონაკოს” 2017 წელს “ჯენოადან” შეუერთდა და 23 ჩატარებულ მატჩში 2 გოლის გატანაც მოახერხა.
20 წლის პელეგრის იტალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, მთავარ გუნდში მისი დებიუტი 2020 წლის 11 ნოემბერს ესტონეთის წინააღმდეგ შედგა.
Rossonero Paperwork ✅
Time to take in the sights at Casa Milan 🔴⚫️
Le immagini del primo giorno nella sua nuova casa 🤩 #NewPlayerUnlocked #SempreMilan pic.twitter.com/Obqqal5Xst— AC Milan (@acmilan) August 25, 2021








