საქართველოს ეროვნული ლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში თბილისის “საბურთალომ” გასვლაზე “სამტრედიას” 3:2 სძლია.
ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა – თბილისელთა მოლდოველმა ნახევარმცველმა დმიტრი მანდრიჩენკომ ტაბატაძის პასი გამოიყენა და გოგი კულუას ახლო კუთხეში გაუტანა – 0:1.
იმერლებმა ზუსტად 9 წუთში გაათანაბრეს – იოსელიანის ჩაწოდებული ბურთი კარისკენ ნათან ჟუნიორმა გადაგზავნა, ბურთი ძელს მოხვდა და ირაკლი რუხაძემ ცარიელ კარში თავით დაამატა – 1:1.
39-ე წუთზე კი მანდიჩენკომ ნონიკაშვილის პასი გამოიყენა, მცველი მხრით მოიშორა და 1X1-ზე დარჩენილმა დუბლი შეასრულა – 1:2. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.
მეორე ნახევარი კი მასპინძელთა გოლით დაიწყო – ისევ იოსელიანმა ჩააწოდა, ამჯერად კი ნათან ჟუნიორმა უკვე გოლი გაიტანა და შეხვედრაში წონასწორობა მეორედ აღადგინა – 2:2.
52-ე წუთზე კი მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთზე სამტრედიელთა მეკარემ არადამაჯერებლად ითამაშა და მანდრიჩენკომ ჰეთ-თრიკი შეასრულა – 3:2.
ამის შემდეგ მომენტები ორივე გუდნს ჰქონდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.





