„მანჩესტერ იუნაიტედი“ „დორტმუნდის“ 21 წლის ნახევარმცველის, ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო აქვეყნებს:
“მანჩესტერ იუნაიტედი“ ბევრს მუშაობს სანჩოსთან გარიგებაზე. გრძელვადიანი მოლაპარაკების პროცესი „დორტმუნდისთვის“ საუკეთესო სტრატეგია არ არის, ისინი ტრანსფერში 95 მილიონი ევროს ითხოვენ.
ყველა ადამიანი, ვინც მოლაპარაკებებში მონაწილეობს ახლა თავდაჯერებულია, მაგრამ ფრთხილად არიან ერთი წლის წინ მომხდარის გამო”, – წერს ფაბრიციო რომანო.
ცნობისთვის, გერმანელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა.





