ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრაში “ვალენსია” “სევილიას” 1:1 დაუზავდა.
ამ შეხვედრის მე-18 წუთზე ნიდერლანდელი მეკარე, იასპერ სილესენი დაშავდა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილს შანსი მაინც არ მიეცა და მთავარმა მწვრთნელმა, ხაუმე დომენეკს დაუთმო სათამაშო დრო.
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე “ღამურების” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა მიზეზი განმარტა, თუ რატომ არ ათამაშა ქართველი მეკარე.
“სილესენს საზარდულის პრობლემა ჰქონდა. გადავწყვიტეთ, რომ ხაუმეს ეთამაშა, რადგან მან კვირას ითამაშა და ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად არის სათამაშოდ მზად. თუმცა, გიორგი მამარდაშვილი ვარჯიშებზე კარგად მუშაობს”, – ამბობს ბორდალასი.
შეგახსენებთ, რომ “ვალენსიამ” გიორგი მამარდაშვილი დეკემბრის ბილოს “დინამო თბილისიდან” გამოისყიდა და ქართველმა ფეხბურთელმა კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.





