თითქმის გადაწყვეტილია, რომ თბილისის დინამოს გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ამჟამად განათხოვრების წესით ლოკომოტივში თამაშობს, 1 წლიანი იჯარით ვალენსიაში იასპარეზებს – 2022 წლის ზაფხულში ესპანურ კლუბს დინამო თბილისიდან ქართველი მეკარის გამოსყიდვის უფლება ექნება.
ახალგაზრდა მეკარე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ უმთავრეს ტალანტად ითვლება და მისით დაინტერესებას არაერთი გუნდი გამოთქვამდა.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ვალენსიას ძირითადი გუნდის მესამე მეკარე იქნება და პრაქტიკას „ღამურების“ მეორე გუნდში მიიღებს.





