ცნობილი ესპანური გამოცემები, AS და Marca წერენ, რომ გიორგი მამარდაშვილი დღეს ესპანეთის თასზე გასმართ მატჩში, “კადისთან” ძირითად შემადგენლობაში იქნება.
მამარდაშვილმა მოსამზადებელი პროცედურები ბოლო საათებში გაიარა.
შეგახსენებთ, რომ იასპერ სილესენს ტრავმა აქვს, კრისტიან რივერო იჯარით “ალკორკონში” გაანათხოვრეს, ხაუმე დომენეკი კი ბოლო მატჩებში არადამაჯერებლად გამოიყურება.
აღნიშნული საკითხის შესახებ “ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა ისაუბრა.
“ხაუმეც და მამარდაშვილიც, ორივე ხელმისაწვდომები არიან. მეკარეების მწვრთნელებს ვესაუბრები, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებებს მე ვიღებ. გიორგის სეზონის დასაწყისში დიდი როლი ჰქონდა. ის ძირითადი შემადგენლობიდან იმის გამო არ ამოვარდნილა, რომ შეცდომები დაუშვა. მამარდაშვილი კარგად ვარჯიშობს და შეუძლია გუნდს დაეხმაროს”, – თქვა ბორდალასმა.
ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილი მოედანზე ბოლოს 22 სექტემბერს გამოჩნდა.





