ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-2 ტურში “მურსიამ” “ბეტისს უმასპინძლა” და 88:66 მოუგო.”მურსიას” რიგებში საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა თად მაკფადენმა პარკეტზე 24:22 წუთი გაატარა, რა დროშიც 18 ქულას, 3 მოხსნასა და 4 პასს მოუყარა თავი.
მაკფადენმა 5-დან 4 ორქულიანი, 8-დან 3 ორქულიანი და ერთიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა. ბეტისის რიგებში ბექა ბურჯანაძემ 17:11 წუთი ითამაშა და 4 ქულა ჩააგდო. მან 6-დან 2 ორქულიანი გამოიყენა და ორიდან ორი სამქულიანი ააცილა. გარდა ამისა, ბურჯანაძეს 8 მოხსნა და ერთი პასი ჰქონდა.
“მურსია” მომდევნო ტურში “ვალენსიას” ესტუმრება,”ბეტისი” კი “მანრესას” წინააღმდეგ ითამაშებს.





