მაიკლ კერიკმა “მანჩესტერ იუნაიტედის” სამწვრთნელო შტაბი დატოვა. ინფორმაციას ინგლისური კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მაიკლ კერიკმა გადაწყვეტილება თავისი ნებით მიიღო. ახალ მწვრთნელს რალფ რაგნიკს მისი კლუბში ასისტენტად დატოვება უნდოდა, თუმცა კერიკმა კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, რომ კერიკმა დროებითი მწვრთნელის ამპლუაში მანჩესტერულ გუნდს სამ შეხვედრაში უხელმძღვანელა, საიდანაც მისი გაწვრთნილი გუნდი არცერთხელ დამარცხებულა.
კერიკი გასულ წლებში საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ოლე გუნარ სულშერის ასისტენტი გახლდათ.
A player.
A coach.
A manager.But above all else, a genuine Manchester United legend.
Thank you, Michael ❤️#MUFC
— Manchester United (@ManUtd) December 2, 2021





