გუშინ, ინგლისის ჩემპიონშიფში მოასპარეზე „ჰალ სიტის“ მთავარ მწვრთნელად ქართველი სპეციალისტი, შოთა არველაძე დაინიშნა.
მას შემდეგ, რაც ჰალის სოციალურ გვერდზე შოთის დანიშვნა დადასტურდა, ქართველი გულშემატკივრისაგან უამრავი კომენტარი დაიწერა, რასაც არველაძე დღეს გამოეხმაურა და ქომაგებს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ბედნიერი ვარ ამ მომენტით და განსაკუთრებული მადლობა მინდა ქართველ გულშემატკივარს ვუთხრა, რომელმაც დიდი სითბო და მხარდაჭერა გამოხატა ჩემს მიმართ. ჰალ სიტის სოციალური მედიის გვერდებზე თავი ისე ვიგრძენი, როგორც საკუთარ სახლში – მადლობა ამდენი ქართული კომენატრისთვის“, – წერს არველაძე.
შეგახსენებთ, რომ 48 წლის სპეციალისტმა „ჰალ სიტისთან“ 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.





