ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ სპორტსმენთაგან ასპარეზობაში პირველი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ) ჩაერთო.
იაპონიის დედაქალაქში გაშლილ ტატამზე, ქართველმა კიმონოისტმა, რომელიც 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონია პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო 1/8 ფინალში აზერბაიჯანელი ქარამათ ჰუსეინოვი საკმაოდ მარტივად დაამარცხა.
საგულისხმოა, რომ აზერბაიჯანელი ძიუდოისტი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია, თუმცა ლუხუმ ჩხვიმიანმა მას იპონით აჯობა, როდესაც მეტოქე შებოჭა და არავითარი შანსი არ დაუტოვა.
1/4 ფინალში ლუხუმ ჩხვიმიანის მეტოქე იაპონელი ტაკატო იქნება.








