თბილისის “ლოკომოტივმა” 24 წლის ნიდერლანდელი მეკარე მარკ სპენკელინკი დაიმატა.
დედაქალაქურმა გუნდმა ნიდერლანდელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით უფასოდ შეიძინა.
ახალგაზრდა მეკარე გასულ სეზონში “პსვ U21”-ში გამოდიოდა.
სპენეკელინკი თბილუსურ გუნდში 20 წლის გიორგი მამარდაშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც რამოდენიმე კვირის წინ “ვალენსიას” შეუერთდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის “ლოკომოტივისთვის” ეს ზაფხულის რიგით მეორე ტრანსფერი იქნება, მათ აქამდე 29 წლის ნახევარმცველი გიგა დეასამიძე გაიფორმეს.





