ევროპის ახალი სუპერლიგის შექმნა დიდი განხეთქილების და ვნებათაღელვის გარეშე რომ არ ჩაივლიდა იმთავითვე ნათელი იყო.
ტოპ ჩემპიონატებიდან ჯერჯერობით უარზე გერმანია და საფრანგეთი არიან. ბუნდესლიგის და ლიგა-1-ის გრანდები ახალ ტურნირში მონაწილეობას არ აპირებენ.
ამასობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სუპერლიგაში გაწევრიანებაზე მზაობას გამოთქვამს ლისაბონის „ბენფიკა“. ცნობილი პორტუგალიელი საფეხბურთო მიმომხილველის ზაკ ლოუის თქმით, „ბენფიკა“ დაინტერესებულია და გამოთქვამს სურვილს ამ ახალ პროექტს შეუერთდეს.
ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და კიდევ რომელი გუნდები შეუერთდებიან ახალ წამოწყებას.





