“ბენფიკას” ვარსკვლავმა, რომან იარემჩუკმა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ამსტერდამის “აიაქსის” წინააღმდეგ გატანილი გოლი თავის სამშობლოს, უკრაინას მიუძღვნა.
იარემჩუკმა სამშობლოსთვის მიძღვნილი გოლის შემდეგ ინსტაგრამზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
“მე ვარ უკრაინელი და ვამაყობ ამით. ჩემი მშობლიური ქვეყნიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით, მინდა მხარი დავუჭირო ყველას, ვინც ახლა დაძაბულობაზეა მშობლიურ მიწაზე, ახლა გაერთიანების დროა. ეს არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი ხალხი და ჩვენი საზღვრები. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მცველებს გამბედაობისთვის. დიდება უკრაინას”, – წერს ლისაბონელთა უკრაინელი ფეხბურთელი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. აფეთქების ხმა ისმის უკრაინის სხვადასხვა ქალაქში. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაც არის გამოაცხადებული.








