არგენტინის ნაკრების 34 წლის სუპერვარსკვლავმა ლეო მესიმ პელეს რეკორდი მოხსნა.
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ბოლივიის წინააღმდეგ არგენტინამ ანგარიშით 3:0 იმარჯვა, გამოცდილმა ფეხბურთელმა 3 გოლის გატანა მოახერხა. პირველი გატანილი გოლით ის ბრაზილიელ ლეგენდას გაუთანაბრდა, მომდევნო გოლით კი მან რეკორდის დამხობა შეძლო.
მაშ ასე, 79 სანაკრებო გატანილი გოლით ლიონელ მესი სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ბომბარდირია.
Lionel Messi passes Pele to become the leading goalscorer in CONMEBOL history with 78 goals ✨ pic.twitter.com/hWd8sEXFjL
— B/R Football (@brfootball) September 10, 2021







