პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის ცენტრალურ მატჩში მანჩესტერ “სიტი” 2:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ლიონელ მესიმ ფრანგული გუნდის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.
არგენტინელმა ვარსკვლავმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ლიონელ მესი: “შესანიშნავი მეტოქე გვყავდა. ჩვენთვის ძალიან მნიშვენლოვანი იყო ამ მატჩის მოგება ბრიუგესთან ფრის შემდეგ. ბედნიერი ვარ, რომ გოლი გავიტანე. ბოლო პერიოდში ტრავმის გამო თამაში ვერ მოვახერხე და ამ სტადიონზე მხოლოდ მეორე მატჩი ჩავატარე. ჩემს ახალ გუნდთან უკვე ადაპტირებული ვარ და რაც უფრო მეტს ვითამაშებთ ერთად, მით უკეთ გავუგებთ ერთმანეთს. ყველანი ერთად უნდა გავიზარდოთ, მოვუმატოთ და ჩვენი საუკეთესო თვისებები ვაჩვენოთ”, – განაცხადა არგენტინელმა ვარსკვლავმა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს A ჯგუფში 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს, ისევე, როგორც ბრიუგეს. მანჩესტერ სიტი 3 ქულით მე-3 ადგილზეა.








