ლიდს იუნაიტედის და ლივერპულს შორის, ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურის მატჩის წინ მასპინძელი გუნდის ფეხბურთელებმა ერთგვარი პერფორმანსი მოაწყვეს და მოედანზე საპროტესტო მაისურებით გამოვიდნენ.
„ელანდ როუდის“ ბინადრებს მაისურებზე ჩემპიონთა ლიგის ლოგო ჰქონდათ გამოსახული და ეწერათ: „დაიმსახურეთ ეს“, „ფეხბურთი ფანებისთვისაა“.
🔟 minutes to go! pic.twitter.com/igpnzHZwjg
— Leeds United (@LUFC) April 19, 2021
პროტესტი ევროპის სუპერლიგის შექმნას უკავშირდება, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სხვა 5 ინგლისურ კლუბთან ერთად ლივერპულიცაა.





