2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრენმა ესპანეთს უმასპინძლა და სამწუხაროდ 1:2 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ, თავის ოფიციალურ გვერდზე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გულშემატკივარს მადლობა მოუხადა.

„დიდი მადლობა ეროვნული ნაკრების თითოეულ გულშემატკივარს. ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს სტადიონზე მოვიდა და თამაშის ბოლო წუთამდე უგულშემატკივრა საკუთარ გუნდს.
დღეს დინამო არენაზე განსაკუთრებით იგრძნობოდა თქვენი მხარდაჭერა!“ – დაწერა კობიაშვილმა.





