კატალონიური ბარსელონას სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება, რომ ამ ზაფხულს არგენტინაში ჩასატარებელ კოპა ამერიკაში მონაწილეობა მიიღოს.
ფეხბურთელს ვაქცინაცია ჩინური ვაქცინით ჩაუტარდება. დოზა ბარსელონას სპეციალურად მესისთვის გადაეცემა, წერს Diario Sport.
სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია ამტკიცებს, რომ ყველა ფეხბურთელი, ვინც აპირებს კოპა ამერიკაზე მონაწილეობა მიიღოს, ისევე როგორც ტურნირში მონაწილე ეროვნული გუნდების სამწვრთნელო შტაბის წევრები, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უნდა აიცრან.
შეგახსენებთ, რომ მანამდე მესი სამხრეთ ამერიკაში მოთამაშეებს სინოვაკის ვაქცინის 50 000 დოზის შეძენაში დაეხმარა, მას ამისთვის ჩინური მწარმოებლისთვის სამი ავტოგრაფიანი მაისურის გაგზავნა დასჭირდა.





