ფრანგულმა გამოცემა RMC Sport- მა ძალიან სამწუხარო ამბავი გაავრცელა, ლივერპულის ყოფილი მწვრთნელი ლეგენდარული ჟერარ ულიე 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
Get French Football News-ის თანახმად, ლეგენდარულ მწვრთნელს სამი კვირის წინ აორტის ანევრიზმის ოპერაცია ჩაუტარდა, პარიზის საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ის სახლში დაბრუნდა.
ულიე ლივერპულში ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა. ყველაზე წარმატებული 2001 წელი გამოდგა, როცა მან „წითლებს“ ტრიპლეტის მოაპოვებინა: FA Cup, League Cup and UEFA Cup.
ჟერარი კარიერის განმავლობაში წვრთნიდა ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან სტივენ ჯერარდი, რობერ პირესი, დევიდ ჟინოლა, სემი ჰიიპია და მრავალი სხვა.





