28 წლის შემტევი ლაშა შინდაგორიძე, რომელიც ბოლოს ბათუმის “დინამოს” ღირსებას იცავდა და ეროვნული ლიგის ჩემპიონიც გახდა, დედაქალაქურ “საბურთალოში” დაბრუნდა. ფეხბურთელსა და კლუბს შორის შეთანხმება უკვე შედგა.
ის ადრე თბილისის “დინამოს”, “ტორპედოს”, “ცხინვალის”, “სიონის”, სოლიგორსკის “შახტიორის” ღირსებას იცავდა. შინდაგორიძე “საბურთალოს” რიგებში 2017, 2018 და 2019 წლებშიც ასპარეზობდა.
მან ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 23 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. შინდაგორიძეს არ ჰქონდა მუდმივი სათამაშო პრაქტიკა და ნაკლებად ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში.





