საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფის ლიდერი შვედეთი ბათუმში ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით 2:0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ ხვიჩა წამყვანი იტალიური გამოცემის La Gazzetta dello Sport-ის ყურადღების ცენტრში მოხვდა. აღნიშნული ვებ- გვერდი წერს, რომ “მილანის” ხელმძღვანელები პაოლო მალდინი და ფრედერიკ მასარა ქართველის ტრანსფერზე დაკვირვებას აგრძელებენ.
“20 წლის შემტევმა “მილანის” ლიდერის წინაშე შესანიშნავი წარმოდგენა შექმნა. მას აქამდე რუსეთის ჩემპიონატში ფენომენალური სეზონი არ ჰქონდა, მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი, მაგრამ გუშინ ფენომენალური თამაშით იბრა დასაჯა, რაც რა თქმა უნდა, აუცილებლად იწვევს აჟიოტაჟს.
მაისის ბოლოს მამამისმა აღიარა, რომ მას ევროპაში წასვლის სურვილი ჰქონდა. ასევე ისიც ითქვა, რომ კახა კალაძეც იყო ტრანსფერში ჩარეული. კვარაცხელია “როსონერის” სიაშა.
ის “ტოტენჰემსაც” ძალიან მოსწონს, ასევე “ლევერკუზენს” და “გლადბახს”, მაგრამ მალდინი და მასარა აგრძელებენ სიტუაციის მონიტორინგს და შესაძლოა დღეიდან ამ საქმეში ზლატანიც ჩაერთოს”, – წერს გამოცემა.





