ცნობილი კვიპროსული სააგენტო, Goal.Philenews.com იუწყება, რომ ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ნახევარმცველს, მურთაზ დაუშვილს „აპოელში“ გადასვლა უნდა. გამოცემის მტკიცებით, ფეხბურთელი კლუბის მიერ შემოთავაზებული პირობებით უკმაყოფილია და ანაზღაურების მომატება რამდენჯერმე მოითოვა, სანაცვლოდ კი ყველა შემთხვევაში უარი მიიღო, რადგან კლუბთან არსებული კონტრაქტი 2020 წლის ოქტომბერში გაახანგრძლივა.
„ფამაგუსტას გუნდიდან წასული ქართველების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, ამას დრო გვიჩვენებს. მურთაზ დაუშვილი პირობებით უკმაყოფილოა და ანაზღაურების გაზრდას ითხოვს. თან ამბობს, რომ უკეთესი შემოთავაზებებიც აქვს. ჩვენი ინფორმაციით, მისით ნიქოზიას „აპოელია“ დაინტერესებული“, – წერია სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისიდან“ ნიქოზიას „აპოელში“ რამდენიმე დღის წინ ორი ქართველი ფეხბურთელი – გიორგი ქვილითაია და თორნიკე ოქრიაშვილი გადავიდნენ.





