ფეხბურთი და სტატისტიკა ყოველთვის იყო ერთმანეთთან კავშირში, თუმცა 21-ე საუკუნეში რომ ამ მხრივ გაცილებით მეტი შესაძლებლობაა ორი აზრი არ არსებობს. სტატისტიკოსები ითვლიან ყველაფერს, რისი დათვლაც შეიძლება.
ჰოდა, Soccer Manager Games-მა საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა აწარმოა, კერძოდ დათვალა ევროპის მასშტაბით 20 წლამდე ფეხბურთელების საგოლე გადაცემები და ბუნებრივია ამ ჩამონათვალში მოხვდა ხვიჩა კვარაცხელიაც.
ქართველი ფეხბურთელი ამ მაჩენებლით სულაც მეორე ადგილზეა და ნორვეგიელ ტალანტს ერლინგ ჰალანდსაც კი უსწრებს. ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 8 საგოლე გადაცემაა.
პირველ ადგილზე კი ტრნავას ”სპარტაკის” ბრაზილიელი შემტევი საიმონ კაბრალია, რომელმაც 10 საგოლე პასი შეასრულა.
რაც შეეხება ერლინგ ჰალანდს, „დორტმუნდის“ ფორვარდმა 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.





