საქართველოს ნაკრებმა შინ ბათუმში ბევრისთვის მოულოდნელად შვედეთის ნაკრები ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით 2:0 დაამარცხა.
20 წლის კვარაცხელია ლეგენდარულ ფეხბურთელებს შეუერთდა. წარმოგიდგენთ ფეხბურთელთა სიას, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შევედეთის ნაკრებს 2 ან მეტი გოლი გაუტანეს:
1993 – ერიკ კანტონა
2012 – მიროსლავ კლოზე
2013 – ანდრე შიურლე
2013 – კრიშტიანუ რონალდუ
2017 – არიენ რობენი
2021 – ხვიჩა კვარაცხელია
საისამოვნოა, რომ ასეთ სიას საქართველოს ნაკრების 20 წლის ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიაც შეუერთდა.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ალექსანდრ ისაკთან ერთად 4 გატანილი გოლით მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფის ბომბარდირია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა.





