კრონკეების ოჯახმა არსენალის გაყიდვის თაობაზე განცხადება გააკეთა, იმის ფონზე, როდესაც მუსიკალური სერვისი Spotify-ის მილიარდერი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი დანიელ ეკი კლუბის შეძენას აპირებს.
„ბოლო დღეებში მედიაში ჭორები შევამჩნიეთ, არსენალის საფეხბურთო კლუბის შესაძლო შემძენის შესახებ.
ჩვენ 100%-ით ვიცავთ არსენალს და კლუბში წილს არ გავყიდით. ჩვენ არანაირი შემოთავაზება არ მიგვიღია და მიღების შემთხვევაში მას არ განვიხილავთ.
ჩვენი მიზანი უდიდესი ტურნირების მოგებაა და მიზანს მოედანზე ჩვენი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებით მივაღწევთ”, – ნათქვამია Kroenke Sports & Entertainment-ის განცხადებაში.





