დანიელი ნახევარმცველი, კრისტიან ერიქსენი ფეხბურთს დაუბრუნდა. 30 წლის ფეხბურთელმა გუშინ პრემიერ ლიგის შეხვედრაში “ბრენტფორდის” მაისურით “ნიუკასლ იუნაიტედის” წინააღმდეგ ითამაშა.
ერიქსენმა მოედანზე 39 წუთი გაატარა. დანიელმა ფეხბურთელმა აქამდე, ბოლოს ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა, სადაც გული გაუჩერდა და დროებით ფეხბურთს ჩამოშორდა.
კრისტიანმა ვიკინგური ხასიათი გამოავლინა და არ დანებდა, 30 წლის შუახაზელმა “ინტერის” შემადგენლობაში თამაში სცადა, თუმცა იტალიაში კარდიოსტიმულატორით თამაში აკრძალულია, სწორედ ამიტომ დანიელ ფეხურთელს კონტრაქტის გაწყვეტა მოუწია.
ამის შემდეგ ერიქსენმა “ბრენტფორდის” წინადადება მიიღო და ინგლისურ გუნდთან 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
The start of something speciel 🙌🏻#ce21 pic.twitter.com/0UuvNC1o9P
— Christian Eriksen (@ChrisEriksen8) February 26, 2022








