მანჩესტერ იუნატედის 36 წლის სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ პრემიერ ლიგის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
აღნიშნული ჯილდოსთვის ნომინანტები რონალდუსთან ერთად ჟოაუა კანსელო (მანჩესტერ სიტი), ანტონიო რუდიგერი (ჩელსი), ალან სენ-მაქსიმენი (ნიუკასლი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) და ისმაილა სარი (ვოტფორდი) იყვნენ.
36 წლის რონალდუმ გასულ თვეში პრემიერ ლიგაში 3 შეხვედრაში ამავე რაოდენობის გოლი გაიტანა.
Who else? ✨
Your @EASPORTSFIFA Player of the Month is: @Cristiano 🔴 ⚪️ ⚫️#PLAwards pic.twitter.com/tgkoLkiTuj
— Premier League (@premierleague) October 8, 2021





