როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის მიერ დასახელებულ შემადგენლობას თორნიკე ოქრიაშვილთან ერთად დავით ხოჭოლავაც გამოაკლდა.
თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ჩატარებულმა სავალდებულო კოვიდ-19-ის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და ფეხბურთელი მარტის სანაკრებო მატჩებში მონაწილეობას ვერ მიღებს.
რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონეცკის შახტარის ცენტრალურ მცველს, ბათუმის დინამოს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კობახიძე შეცვლის.
24 მარტს, ვილი სანიოლის გუნდი, სოლნას ფრენდს არენაზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს. საწვრთნელი პროცესი მატჩის მასპინძელ სტადიონზე თბილისის დროით 21 საათზეა დაგეგმილი. ვარჯიშის დაწყებამდე ვილი სანიოლი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.
B ჯგუფის მატჩების განრიგი
25 მარტი
შვედეთი – საქართველო | 23:45
28 მარტი
საქართველო – ესპანეთი
31 მარტი
საბერძნეთი – საქართველო





