რეკლამა
Primesport.ge
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები
No Result
View All Result
Primesport.ge
No Result
View All Result

კოსოვო მეორე ადგილისთვის იბრძოლებს – რას ფიქრობენ მეტოქის ბანაკში

23:11 2020/12/08
0 0
170
SHARES
943
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

საქართველოს ნაკრები, უეფასა და ფიფას ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში 1994 წლიდან მონაწილეობს და იქიდან მოყოლებული ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატების არაერთი შესარჩევი ეტაპი ითამაშა, თუმცა მთავარ მიზანს ვერცერთხელ უწია.

ამ ხნის მანძილზე, საქართველოს ნაკრებს ბევრ გრანდთან თუ საშუალო დონის გუნდთან მოუხდა დაპირისპირება, მაგრამ რა თქმა უნდა არიან ისეთებიც, ჯვაროსნები არც ოფიციალურად და არც ამხანაგურად არასოდეს რომ დაპირისპირებიან. 7 დეკემბერს, ციურიხში გამართულმა მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ეტაპის წილისყრამ კი ჯგუფში ორი ასეთი მეტოქე გვარგუნა – შვედეთი და კოსოვო.

კოსოვო ახლადგამომცხვარი ნაკრებია. რამდენიმე წლის წინ, ის  ფიფა-უეფამ თავის სრულუფლებიან წევრად ცნო და შესაბამისად ნაკრებიც შესარჩევ ფერხულშიც ჩაება. უფრო მეტიც, იყო შანსი, 12 ნოემბერს, ერთა ლიგის D ჯგუფის ფინალში საქართველოს ნაკრები სულაც კოსოვოს დაპირისპირებოდა, თუმცა მათ ჩრდ. მაკედონიის დამარცხება ვერ შეძლეს. სამაგიეროდ, გადაწყვეტილი ამბავია, რომ გაისად კოსოვო თბილისში აუცილებლად ჩამოვა და საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

ალბათ ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს თუ რას ფიქრობენ ჩვენი კოლეგები მეტოქე ბანაკიდან. primesport.primetime.ge კოსოვოს საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოს მთავარი პორტალის რედაქტორს ურან კრასნიჩს დაუკავშირდა.

-ორი აზრი არ არსებობს, რომ საკმაოდ ძლიერი ჯგუფია. განსაკუთრებით საქართველოსთვის და კოსოვოსთვის. გაგვიმართლაო ნამდვილად ვერ ვიტყვით.

ესპანეთის ნაკრები ულაპარაკო ფავორიტია. მსოფლიო და ევროპის ჩემპიონის წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება. შვედებს ზურგს მთავარ საფეხბურთო ფორუმებზე მონაწილეობის დიდი გამოცდილება უმაგრებთ. ისტორიაც არ დაეწუნებათ. ბერძნებზეც ვერავინ იტყვის სუსტი და გამოუცდელი ნაკრებიაო.

დღეს, ფეხბურთი ყველა ქვეყანაში განვითარებულია და რთული სათქმელია ვის რომელ ჯგუფში ურჩევნია ყოფნა. იოლი გამარჯვებები აღარ ხდება, ყველასთან ბრძოლაა საჭირო. ჩვენც უნდა შევეგუოთ ფაქტს, რომ ძლიერი მეტოქეები გვერგო და თითოეულ მატჩში აქცენტი წარმატებაზე გავაკეთოთ.

No description available.

-თავდაპირველად კოსოვოს ნაკრებს A ჯგუფი ერგო, თუმცა ცნობილ მიზეზთა გამო B ჯგუფში გადმოინაცვლა. როგორ ფიქრობთ, ეს თქვენთვის უკეთესი იყო?

-სიმართლე გითხრათ, A ჯგუფი გვერჩივნა. იქ პირველ ნომრად პორტუგალიის ნაკრებია, რომელსაც მსოფლიო დონის ვარსკვლავი კი ჰყავს, მაგრამ მთლიანობაში გუნდი ვფიქრობ ესპანეთზე სუსტია. პოლიტიკური ვითარების გამო იქ ჩვენი თამაში გამოირიცხა, რადგან A ჯგუფში სერბეთის ნაკრებია. ფიფას კი თავიდანვე ჰქონდა განსაზღვრული, რომ კოსოვოს და სერბეთის მოედანზე დაპირისპირება არ მოხდებოდა.

-დავუბრუნდეთ ჩვენ ქვეჯგუფს. გულწრფელად გვითხარით, თქვენი აზრით რა იქნება კოსოვოს მაქსიმუმი?

-რა თქმა უნდა მეორე ადგილისთვის ბრძოლა და შემოვლითი გზით მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა. ეს ჩვენთვის შეუსრულებელი მისია სულაც არ გახლავთ. ამის თქმის და იმედიანად ყოფნის საფუძველს წინა შესარჩევი ტურნირები გვაძლევს, თუნდაც ჩეხეთის ძლიერ ნაკრებთან წარმატებული თამაში. ამიტომაც, ვფიქრობ შვედეთის ჩამოცილება და მეორე ადგილზე გასვლა უტოპიური არ არის. ნუ მიწყენთ და არც საქართველო და არც საბერძნეთი კოსოვოსთვის დაუმარცხებელ გუნდთა რიცხვს არ განეკუთვნებიან.

No description available.

-თქვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელიც იგივეს ფიქრობს?

-ბუნებრივია. ბერნარდ ჩალენდსმა წილისყრის შემდეგ საქებარი სიტყვები არცერთი მეტოქის მისამართით არ დაიშურა, თუმცა მთავარი აქცენტი ესპანეთზე გააკეთა.

მისი თქმით, შესარჩევი ეტაპის პერიოდში თუ საკადრო პრობლემები არ იჩენს თავს და კონკრეტულ მატჩებს ყველა ფეხბურთელი მწყობრში შეხვდება, მთავარი მიზანი მეორე ადგილი და პლეიოფში გასვლა იქნება.

-ჩვენი არ იყოს, თქვენთვისაც მტკივნეულ თემას, ევრო 2020-ზე ვერ მოხვედრას შევეხოთ. თქვენი აზრით, მაინც რა გახდა კოსოვოს მარცხის მიზეზი?

-კოსოვოს ჩრდილოეთ მაკედონიასთან არ წაუგია. კოსოვო დამარცხდა Covid 19-თან და ასევე გუნდში შიდა არასწორ მენეჯმენტთან. სამწუხაროდ, კორონავირუსმა უმთავრესი მატჩის წინ მთავარი მცველის ამირ რაჰმანის გარეშე დაგვტოვა, რასაც მთავარი მწვრთელის, კიდევ ერთ საკვანძო ფიგურასთან – ბერნარდ ბერიშასთან კონფლიქტი დაერთო. მწვრთნელ-ფეხბურთელს შორის დაპირისპირების მიზეზი კი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გოლი გახდა. რამდენიმე დღით ადრე, ბერიშამ საბერძნეთის კარში გატანილი გოლი არასწორი მეთოდით აღნიშნა, რაც მწვრთნელს არ მოეწონა. მოკლედ, იმ ნახევარფინალამდე ცოტა ხნით ადრე, რამდენიმე ხელისშემშლელი ფაქტორის ჯაჭვური ბმა იყო.

ახლაც დარწმუნებული ვარ და ვერავინ დამაჯერებს, რომ ჩრდილოეთ მაკედონია კოსოვოზე უკეთესი ან ძლიერი ნაკრებია.

No description available.

-ქართული ფეხბურთის და საქართველოს ნაკრების შესახებ რა გსმენიათ? 

-2004 წელს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი იყო, რომელშიც საქართველო ალბანეთს ეთამაშებოდა. მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი. მახსოვს, მშობლიურ მალიშევაში, ერთ-ერთ კაფეში როგორ შევიკრიბეთ ბავშვები და უფროსებთან ერთად იმ მატჩს ვუყურეთ.

კოსოვოელი ხალხი, ალბანელებთან დაახლოებულია და მათ ვქომაგობდით, მაგრამ ქართველებმა აჯობეს. ისიც ვიცი, რომ ქართველი ხალხის სიძლიერე, ისტორიულად რომაელებსაც აქვთ დაფასებული.

ასე რომ, კოსოვოში საქართველოს ნაკრები ახსოვთ და არ დავიწყებიათ ალბანეთთან ის გამარჯვება. ისიც ვიცით, რომ თქვენთან ორი რთული მატჩი გველის.

კოსოვოში ფეხბურთი ბევრს უყვარს. ჩემთან შედარებით სტაჟიან ქომაგებს კახა კალაძის მილანური კარიერაც კარგად ახსოვს.

-დაბოლოს. აპირებთ თბილისში ჩამოსვლას და მატჩზე დასწრებას?

-რა თქმა უნდა ამის დიდი სურვილი მაქვს, თუმცა დაზუსტებით თქმა გამიჭირდება. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

 

 

 

თეგები კოსოვომსოფლიო ჩემპიონატისაქართველოფეხბურთი
კახა ბერიძე

კახა ბერიძე

დაკავშირებული სიახლეები

ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგაზე 1/4 ფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია!

18 მარტი, 2022 15:13
ფეხბურთი

„მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ“ – შოთა არველაძემ ჩემპიონშიფში მესამე შეხვედრა მოიგო

17 მარტი, 2022 13:15
ფეხბურთი

ვილი სანიოლი: მე გადავწყვიტე, აზაროვი მეორე თამაშზეც არ გამომეძახებინა

16 მარტი, 2022 21:45
ფეხბურთი

ვილი სანიოლი: ჩვენ გვესაჭიროება სრულად გამოჯანმრთელებული გიორგი ჩაკვეტაძე

16 მარტი, 2022 21:28

პოპულარული

  • მინდოდა ყველას დაენახა, რომ ქართველები ბრძოლაში უკან არ იხევენ! – ინტერვიუ მსოფლიოს ჩემპიონ მიხეილ ბექაურთან

    1379 გაზიარებები
    გაზიარება 552 Tweet 345
  • რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ვენის ტურნირზე ასპარეზობით

    645 გაზიარებები
    გაზიარება 258 Tweet 161
  • ნგანუმ მიოჩიჩი გათიშა – კამერუნელი ნანატრი ქამრის მფლობელია! (VIDEO)

    168 გაზიარებები
    გაზიარება 67 Tweet 42
  • ჟორჟის გოლით სერენი მარცხს 92-ე წუთზე გადაურჩა!

    152 გაზიარებები
    გაზიარება 61 Tweet 38
  • ჩეფერინი სუპერ ლიგის მომხრე სამი კლუბის ევროტურნირებიდან მოკვეთას აპირებს

    147 გაზიარებები
    გაზიარება 59 Tweet 37

რეკომენდირებული

ძიუდო

მინდოდა ყველას დაენახა, რომ ქართველები ბრძოლაში უკან არ იხევენ! – ინტერვიუ მსოფლიოს ჩემპიონ მიხეილ ბექაურთან

9 თებერვალი, 2022 16:52
ჩოგბურთი

რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ვენის ტურნირზე ასპარეზობით

28 ოქტომბერი, 2021 13:56
MMA

ნგანუმ მიოჩიჩი გათიშა – კამერუნელი ნანატრი ქამრის მფლობელია! (VIDEO)

28 მარტი, 2021 10:25

Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - ყველა უფლება დაცულია

12+

ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები

Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - All rights reserved

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In