ცოტა ხნის წინ, ესპანეთის თასის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
1/8 ფინალის ყველა წყვილის ვინაობა ცნობილია:
ბალეარესი – ვალენსია
ჟირონა – რაიო ვალეკანო
ხიხონი – კადისი
ელჩე – რეალი
რეალ სოსიედადი – ატლეტიკო მადრიდი
ბეტისი – სევილია
ატლეტიკ ბილბაო – ბარსელონა
მალიორკა – ესპანიოლი
ბილბაოს “ატლეტიკი” კატალონიის “ბარსელონასთან” გასულ სეზონში ფინალური მარცხის შემდეგ რევანშის აღებას შეეცდება.
ასევე გამოსარჩევია, სევილიური დერბი, სადაც “ბეტისი” “სევილიას” უმასპინძლებს.
შეხვედრები 15 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.





