საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” 21 წლის მეკარე, გიორგი მამარდაშვილი sofascore-ის ვერსიით კოპა დელ რეის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ კვირის სიმბოლურ გუნდში გიორგის ჩათვლით “ვალენსიას” 4 ფეხბურთელი მოხვდა.
ახალგაზრდა ქართველმა მეკარემ “ბილბაოსთან” ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, sofascore-ისგან 7.1 შეფასება დაიმსახურა.
ცნობისთვის, კოპა დელ რეის ფინალში “ვალენსია” რეალ “ბეტისს” დაუპირისპირდება.








