BBC Sport-ის ინფორმაციით, მადრიდის ატლეტიკოს ინგლისელი მარჯვენა მცველი კირან ტრიპიერი, 10 კვირიანი დისკვალიფიკაციით და 70 000 გირვანქით დასაჯეს.
ამას საკმაოდ უცნაური მიზეზი აქვს, 30 წლის ფეხბურთელი ფსონების განთავსების წესების დარღვევაში დაადანაშაულეს.
Atletico Madrid and England defender Kieran Trippier has been suspended for 10 weeks and fined £70,000 for alleged breaches of FA betting rules.https://t.co/fhiBCzEyBv pic.twitter.com/HtePJTcdD6
— BBC Sport (@BBCSport) December 23, 2020
საქმე ტრიპიერის ტოტენჰემიდან ატლეტიკოში ტრანსფერს ეხება – ინგლისელმა ვინგერმა მასზე ფსონი დადო, რაც კატეგორიულად აკრძალულია.
შეგახსენებთ, რომ ინგლისელი ფეხბურთელებისთვის ასეთი დისკვალიფიკაცია უცხო არ არის, ცოტა ხნის წინ იგივე მიზეზით დანიელ სტარიჯი 6 კვირიანი დისკვალიფიკაციით და 75 000 გირვანქით დააჯარიმეს.





