იტალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ჯორჯო კიელინიმ, ევრო 2020-ზე ისაუბრა:
„ევროპის ჩემპიონატზე თამაშს მოუთმენლად ველით. მას შემდეგ რაც სარდინიაში შევიკრიბეთ აქ ყოფნაზე ვოცნებობდით.
მშვიდად უნდა ვიყოთ და ამ თვის განმავლობაში ენთუზიაზმი არ უნდა დავკარგოთ, ამ შემთხვევაში ყველაფერი გამოვა. ყველაფერი კარგადაა, ფიზიკურად და მორალურად მზად ვართ – ახლა ისღა დაგვრჩენია, გავიაზროთ სირთულეები და მოედანზე ისე გავიდეთ“, – კიელინის სიტყვებს Sky Sport-ი ციტირებს.
ევროპის ჩემპიონატი დღეს თურქეთისა და იტალიის შეხვედრით გაიხსნება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.








