Golden foot-ის ნომინანტთა სია ცნობილია. 2021 წლის კანდიდატები არიან: სერხიო აგუერო, ჟერარდ პიკე, ლეო მესი, ნეიმარი, მოჰამედ სალაჰი, სერხიო რამოსი, რომელუ ლუკაკუ, რობერტ ლევანდოვსკი, ჯორჯო კიელინი და ქარიმ ბენზემა.
ეს ჯილდო ყოველ წელს ფეხბურთელებს გასული კარიერის მიღწევების მიხედვით გადაეცემათ. ნომინანტი ფეხბურთელი აუცილებლად მინიმუმ 28 წლის უნდა იყოს. გამარჯვებული 9 ნოემბერს ინტერნეტ გამოკითხვით აირჩევა.
ცნობისთვის, 2020 წელს გამარჯვებული კრიშტიანუ რონალდუ გახდა.








