საქართველოს ნაკრებისა და რუბინის 20 წლის შემტევი ხვიჩა კვარაცხელიას უფასთან გატანილი გოლი, ყაზანური გუნდისთვის საიუბილეო გამოდგა.
ჯიმი ტაბიძის უფას ხვიჩამ მეორე გოლი გაუტანა, რაც თათრული გუნდის მიერ ეროვნულ ჩემპიონატებში შეგდებული 2700-ე ბურთია!
შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ გოლი მიხეილ კოსტიუკოვის პასის შემდეგ გაიტანა და გუნდს მარტივი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.





